Sunday, December 15, 2013

ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი,
ღმერთო მასწავლე მოთოკვა ფიქრის
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.
ფიქრისგან ფიქრი ჩნდება ჭავლივით ,
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი.
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერ ჩავლილი მაინც აქამდის.
გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და დღეს გულშიც ვერ მითქვამს შიშით
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში..

                                               
                                                      2007წ.